
მე ვარ გიორგი — პერსონალური მწვრთნელი Snap Fitness-ში
სპორტში გატარებულმა 14 წელმა და რეაბილიტაციის უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ მომცა ის გამოცდილება, რაც დღეს საშუალებას მაძლევს ადამიანს არა უბრალოდ ფორმა შევუცვალო, არამედ ჯანმრთელად და სწორად მივიყვანო მიზნამდე.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშისას შერჩეული პროგრამა იყოს უსაფრთხო, ეფუძნებოდეს სხეულის რეალურ შესაძლებლობებს, ინდივიდუალურ საჭიროებებს და იყოს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული.
• გინდა ჯანსაღი და სწორი დაკლება?
• გინდა წონაში მომატება მხოლოდ კუნთის მასის ხარჯზე?
• გინდა შედეგი, რომელიც დროებითი არ იქნება?
არ აქვს მნიშვნელობა, პირველად შედიხარ დარბაზში თუ უკვე გამოცდილება გაქვს — ჩვენ ამას ერთად, გააზრებულად, ტექნიკურად სწორად და უსაფრთხოდ გავაკეთებთ.
